
რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ დრონები იქირავა, რომ „სპექტაკლი დადგას“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„უახლესი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ, რუსთავში, ნაქირავები აქვს კირკიტაძეს დრონები, თავისი ხალხით სპექტაკლების დადგმა უნდა, უფრო დეტალურად გავარკვევ და შემდეგ გამოშვებებში ალბათ ყველას გექნებათ საშუალება, რომ დეტალურად აიღოთ ეს ინფორმაცია. რუსთავში 5 დრონი აქვს დაქირავებული კირკიტაძეს და იქიდან ცდილობს კარუსელების იმიტაციის შექმნას. დრონით როგორ უნდა დააფიქსირო კარუსელი? 10 კაცი თუ მიდის ერთად, კარუსელია?“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















