18:35 | 2021-07-13 ავტორი: Prime Time

დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა 

დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა 

„სირცხვილია”-ს ოფისში მომხდარ, ტელეკომპანია „ტვ პირველი”-ს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ, დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა.

 

ბოლო წუთებში მეთამაშა, ჩემი გონებიდან ეს როგორ ამოვა - ლექსო ლაშქარავას დედა შვილთან გატარებულ დროს იხსენებს
2021-07-13ბოლო წუთებში მეთამაშა, ჩემი გონებიდან ეს როგორ ამოვა - ლექსო ლაშქარავას დედა შვილთან გატარებულ დროს იხსენებს

 

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

 

შეგახსენებთ, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობისას “TV პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

 

კუტალაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს არც მოძალადედ მიიჩნევს.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X