
ეუთო/ოდირის დირექტორთან და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს საუბარი იყო, რომ არა მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში, არამედ ბევრ ქვეყნებშიც კი, რომლებსაც ჩვენზე სერიოზული გამოცდილება აქვს, არის მსგავსი პრობლემები, ეს რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არსად ყოფილი კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
„როგორც ევროკავშირის მისიის, ისე აშშ-ის საელჩოსა და გაერთიანებული სამეფოს განცხადებები იწყება იმით, რომ ისინი იზიარებენ ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ იყო კარგად ადმინისტრირებული და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. არ უარვყოფ, რომ იყო შენიშვნები და იყო საუბარი ხარვეზებზე, მაგრამ მოწოდება არის ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომ მოემზადონ მეორე ტურისთვის და რაც იყო შენიშვნები, უნდა გამოსწორდეს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები
- 39 ქვეყნიდან მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ – ნახეთ, არის თუ არა საქართველო ამ სიაში






















