16:53 | 2020-05-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

დავით ზალკალიანი უკრაინის ვიცე-პრემიერს ესაუბრა

დავით ზალკალიანი უკრაინის ვიცე-პრემიერს ესაუბრა

ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას უკრაინაში ელჩის დაბრუნების შესახებ – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

 

მისი თქმით, გუშინ პირადად ესაუბრა უკრაინელ კოლეგას და ვიცე-პრემიერს.

ელჩს ვიწვევთ, რათა ავანტურისტებმა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ საქართველო-უკრაინის ურთიერთბები - გიორგი გახარია
2020-05-09ელჩს ვიწვევთ, რათა ავანტურისტებმა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ საქართველო-უკრაინის ურთიერთბები - გიორგი გახარია

 

„საკმაოდ გულთბილი საუბარი გვქონდა. მოგვილოცა დამოუკიდებლობის დღე“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

 

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება.

 

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ მათი გადაწყვეტილება [სააკაშვილის დანიშვნის შესახებ] იყო მცდარი, რადგან სტრატეგიული პარტნიორობა გულისხმობს სუვერენული უფლებების პატივისცემას, მართლმსაჯულების სისტემაც ამ სუვერენიტეტის ნაწილია. ახლა ის [სააკაშვილი] არის უკრაინის ოფიციალური პირი და დავაკვირდებით, რა განცხადებებს გააკეთებს საქართველოს შიდა საკითხებზე.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X