
დეპუტატ დავით ზილფიმიანს გულზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ინფორმაციას, ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.
„მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატს დავით ზილფიმიანს გულზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ამ მიზეზით, იგი გარკვეული პერიოდით, საპარლამენტო საქმიანობაში ვერ იქნება ჩართული.
დავით ზილფიმიანის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია.
იგი, რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.






















