
კონსულტაციები, რომელიც მიმდინარეობდა, მიზნად ისახავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იყოს წარდგენილი საბურთალოზე, ზურაბ ჯაფარიძე იყოს დიდუბე- ჩუღურეთში, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„კონსულტაციები, რომელიც მიმდინარეობდა, მიზნად ისახავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იყოს წარდგენილი საბურთალოზე, ზურაბ ჯაფარიძე იყოს დიდუბე- ჩუღურეთში.
დღეს საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ამის შემდეგ თბილისის თემა საბოლოოდ დახურული იქნება,”- განაცხადა პაატა დავითაიამ.
ცნობისთვის, დღესვე ოპოზიციური პარტიები დეკლარაციას მიიღებენ, რომელიც საერთო ოპოზიციური ხმების დაცვის მექანიზმს შეეხება.






















