21:38 | 2021-11-19 ავტორი:

დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებული გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო – მიხეილ სააკაშილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებული გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო – მიხეილ სააკაშილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის შეწყვეტამდე მორიგ მიმართვას ავრცელებს.

 

მისი თქმით, მზად არის გადავიდეს მის მიერ აშენებულ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამკურნალოდ მის მიერ აშენებული ავტობანით, სადაც გადასვლის შემდეგ შეწყვეტს შიმშილს.

 

„მინდა მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო სოლიდარობისთვის და ჰუმანურობისთვის მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაოგნებული ვარ ჩემი ერის გვერდში დგომის უნარითა და ჰუმანურობით. თქვენ ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად ყველაფერი გვერდზე გადადეთ და დაკავდით ჩემი საკითხით, მსოფლიოში ასეთი რეზონანსი არასდროს გამოგიწვევიათ, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ამავე დროს, მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემს მიერ უნებლიედ მიყენებული სტრესისთვის, რომელიც მიადგა მთავრობის გულქვაობის პირობებში ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივად მასმედიაში გაშუქებას. დიდი ბოდიში ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს.

 

დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის, ჩვენს ეროვნულ სიამაყეს, პაატა ბურჭულაძეს და ჩვენს ყველა დონის დეპუტატებს სოლიდარობის ნიშნით შიმშილობისთვის, რაც მთავარია, ყველაზე დიდი მადლობა უბრალო და სინამდვილეში ყველაზე გამორჩეულ და განსაკუთრებულ მოქალაქეებს სიცივეში დგომისთვის – თუ შიმშილობის აქტებისთვის პეტიციების ხელმოწერის, თუ სხვა ტიპის მხარდაჭერისთვის. უზარმაზარი მადლობა მთელს საექიმო თანამეგობრობას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ქართველ ექიმებს, რომლებმაც უმაღლესი პროფესიული წესიერება და კვალიფიკაცია გამოიჩინეს. მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი ბოდიში მიყენებული ნერვიულობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისთვის და საერთაშორისო მედიას სიცოცხლის უფლების ბრძოლისთვის და რაც მთავარია, ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის. განსაკუთრებული და უზარმაზარი მადლობა ნინო ლომჯარიას და მის არაჩვეულებრივ გუნდს, ასევე უკრაინის სახალხო დამცველს, განსაკუთრებით კი უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხს. დიდი მადლობა სახელმწიფო ინსპექტორის ოფისს, ყველა კონსილიუმს და თითოეული კონსილიუმის წევრს. მადლობა ყველას, ყველას, ყველას, თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს. პირადი და განსაკუთრებული მადლობა ქართულ თავისუფალ მედიას დღეისთვის, ამ ქვეყნის მომავალზე ყველაზე გამორჩეულად თავდადებულად და რაც მთავარია წარმატებულად მებრძოლ ინსტიტუციას.

 

მე დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებული გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი დღით შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას. მე, მიხეილ სააკაშვილი მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალური, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა, ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმების განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს, მაგრამ დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ ქვეყნის გათავისუფლებით და როდესაც გათავისუფლდება ქვეყანა მეც ვიქნები გარეთ, თქვენთან ერთად ჩავერთვები ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწორთ შორის. ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში, სიღატაკისა და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტივობის და უიმედობის დასრულებაში, ახლა მოშვების დრო არ არის, ახლა კონსოლიდაციის დროა.

 

არ ჩავთვალოთ რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს რას ვითხოვთ ისეთს რასაც არ ვიმსახურებთ, ვითხოვთ ვცხოვრობდეთ თავისუფალ, არაძალადობრივ ქვეყანაში, გვქონდეს ისეთი შემოსავალი რომ არ გეჭიროს თვალი გაქცევაზე, შევძლოთ უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შილები და მივხედოთ ჩვენს მშობლებს, გვქონდეს მომავალი, როგორც პირადად ასევე მთელ ქვეყანას. როგორც არასდროს ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს მჯერა, რომ ახლა სწორედ გამარჯვების დროა. არცერთი გარიყული ადამიანი, არცერთი დაკარგული წამი, არცერთი ნაბიჯი უკან -“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

 

ავტორი:

X