13:40 | 2021-07-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„დავტოვოთ პარლამენტი!..“ – თაკო ჩარკვიანის მოწოდება ოპოზიციას

„დავტოვოთ პარლამენტი!..“ – თაკო ჩარკვიანის მოწოდება ოპოზიციას

„კანონი და სამართლის“ ლიდერი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით ქვეყანაში დაძაბულ ვითარებას ეხმაურება და ოპოზიციას მიმართავს,

 

„ოპოზიციას მივმართავ! ეს თუ არ შეჩერდა, დავტოვოთ პარლამენტი! ეს საკანონმდებლო ორგანო არ არის საკანონმდებელი „ორგანო“ არა!“, – ვკითხულობთ პოსტში.

 

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე ქაოსი და არეულობაა – “თბილისი” პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ისინი თავს დაესხნენ “კურიერის” გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად გაუსწორდნენ “რუსთავი 2”-ის ოპერატორს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X