
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ საკუთარი განცხადებებით შედეგად მიიღო ის, რომ საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი დაზიანდა და ამასთან, ყველამ გაიგო, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„სრულიად გაუგებარია პოლიტიკური და პრაგმატული თვალსაზრისით ეს განცხადება რას ემსახურებოდა, მაგრამ ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციისა და ხელისუფლების დისკუსიაში.
იმის ახსნა, თუ რა არის მედიატორების როლი ამ შეთანხმებაში, იმის ახსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება, რადგან ეს ჩვენი შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იყო, სამწუხაროდ, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია.
მას მოუწია ხაზის გასმა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები 21-ე საუკუნეში საქართველოში არსებობენ.
ხაზის გასმა იმისთვის, რომ ყველა მონაწილემ, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი იყო, უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები.
ხაზის გასმა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მოკავშირეები სერიოზულ ყურადღებას აქცევენ, როგორ შესრულდება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება.
აი, რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ: დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები.
ყველა ნეგატიურ შედეგზე სრულ პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ და მის ყველა ლიდერს“,- განაცხადა ვაშაძემ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელზე შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შორის 9 მარტს შედგა.
ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა:
პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არ დაუდია – არჩილ თალაკვაძე
დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები! – თალაკვაძე ფასილიტატორ ელჩებს თხოვნით მიმართავს
ცვლილებების ჩაგდება ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება – თალაკვაძე
თალაკვაძის განცხადება იყოს სიცრუე! – ოპოზიცია „ოცნებას“ პასუხობს























