13:58 | 2021-09-22 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

დაზიანებული შენობები და გზები – დამანგრეველი მიწისძვრა ავსტრალიაში 

დაზიანებული შენობები და გზები – დამანგრეველი მიწისძვრა ავსტრალიაში 

5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში. მიწისძვრის ეპიცენტრი ვიქტორიის შტატის ქალაქ მენსფილდთან მდებარეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

მიწისძვრის დროს დაზარალდა შტატის დედაქალაქი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი მელბურნი, სადაც 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დაზიანებულია შენობები, გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.

 

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 09:15 სთ-ზე დაიწყო, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ შტატებში – სამხრეთ ავსტრალიასა და სამხრეთ უელსშიც იგრძნობოდა. პირველ ძლიერ ბიძგს მალევე მოჰყვა კიდევ ორი.

 

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონმის თქმით, ადამიანების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X