14:48 | 2021-02-26 ავტორი: თამარ ბუჩუკური

დე ფაქტო აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის თანამშრომელი კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო ტექნიკის უკანონო გადაზიდვისთვის დააკავეს

დე ფაქტო აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის თანამშრომელი კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო ტექნიკის უკანონო გადაზიდვისთვის დააკავეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის დეპუტატის თანაშემწე ლაშა საქანია კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო ტექნიკის უკანონო გადაზიდვაში ამხილეს. აფხაზური სააგენტოების ცნობით, ის თანამდებობიდან გარკვეული პერიოდით გაათავისუფლეს.

 

აფხაზური გამოცემები წერენ, რომ ე.წ. პარლამენტის თანამშრომელმა ტექნიკა რუსეთიდან აფხაზეთში ე.წ. სახელმწიფო ტრანსპორტით შეიტანა, რომელიც სოჭში შესაკეთებლად იყო ჩატანილი.

 

ჟურნალისტებს ე.წ. საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ანალოგიური ფაქტი მანამდეც აღკვეთეს, როცა „სახელმწიფო მანქანით“ კრიპტოვალუტის მოსაპოვებელი 7 აპარატი ერთდროულად გადაჰქონდათ.

 

ამასთან მისივე ცნობით,ბოლო პერიოდში აფხაზეთიდან უკვე გატანილია დაახლოებით 6,600 ასეთი დანადგარი.

 

ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა ბიტკოინების მოპოვება 2021 წლის 1 ივნისამდე აკრძალა.

 

კანონმდებლობით,ასევე დაუშვებელია კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო ტექნიკის ტრანსპორტირებაც.

 

კრიპტოვალუტის თვითნებურად მოხმარებამ დე ფაქტო რესპუბლიკას ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა, რადგან ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარება ხდება.

 

როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რამდენიმე მათგანი უკვე დაიხურა.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X