16:24 | 2021-08-30 ავტორი: თამარ გონგაძე

“დე, იცი, მე მოვკვდი და გავცოცხლდიო… მიმალავდნენ, რომ შოთი ასე მძიმედ იყო…” – ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟის რთული კოვიდისტორია

“დე, იცი, მე მოვკვდი და გავცოცხლდიო… მიმალავდნენ, რომ შოთი ასე მძიმედ იყო…” – ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟის რთული კოვიდისტორია

ოთარ ტატიშვილი და მისი უმცროსი ვაჟი, 24 წლის შოთი ტატიშვილი, კოვიდ-19-ით ერთ პერიოდში დაინფიცირდნენ, თუმცა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ექიმმა და ტელესახემ, ინფექცია იოლად, სახლში გადაიტანა. რაც შეეხება შოთის, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა, ფილტვების 20 ქულიანი დაზიანებით. იყო მძიმედ და როგორც დედა, ეკა არჩვაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, მდგომარეობიდან უფლის წყალობით გამოძვრნენ.

 

დღეს შოთი უკვე სახლშია და სარეაბილიტაციო პერიოდის გავლას იწყებს.

 

ეკა არჩვაძე: – როგორც ჩანს, დიდი კონცენტრაციით მოხვდა ვირუსი მის ორგანიზმში. და ძალიან გვანერვიულა. საბედნიეროდ, გამოვძვერით, რასაც ჰქვია.

 

ლევან რატიანი ჩემს უფროს ვაჟს, ზუკას ეხმიანებოდა, მე მიმალავდნენ, შოთი მძიმედ რომ იყო.

 

ეს რა ყოფილა… ვერ სუნთქავენ ადამიანები.

 

დე, იცი, მე მოვკვდი და გავცოცხლდიო, პალატიდან დამირეკა შოთიმ.

 

 

 

ასევე ნახეთ: კადრები რესტორნებიდან, სადაც გასართობი ღონისძიებები იმართებოდა. შრომის ინსპექციამ 5 ობიექტი დახურა

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X