
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის თქმით, გაუჩინარებამდე ცოტახნით ადრე, თამარი ოჯახს დაემუქრა. ამის შესახებ დეა კაპანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, თამარმა დედ-მამას უთხრა რომ ერთხელაც უკვალოდ გაუჩინარდებოდა და მას ვეღარ იპოვნიდნენ.
„პირველ დღეს, როდესაც თამარს ვეძებდით, ჯუმბერი ამბობდა ერთი ის ვიცი, რომ თამარი გვეუბნებოდა – „წავალ და ვეღარ მიპოვითო“,
მან ხმამაღლა დააფიქსირა ეს სიტყვები, ძალიან კარგად მახსოვს,” – ამბობს დეა კაპანაძე “რუსთავი 2-თან”.






















