
„გვარამია რომ ყოფილიყო მთავრობაში, დარწმუნებული ვარ აქ ახლა სერიოზული ამბავი იქნებოდა კორონასთან დაკავშირებით” – ეს განცხადება უცნობის გადაცემაში მსახიობმა ჯაპანამ გააკეთა.
„გვარამია, რომ ყოფილიყო მთავრობაში, აქ ახლა სერიოზული ამბავი იქნებოდა კორონასთან დაკავშირებით. ესენი ხომ ჩარეცხილები არიან, ცერცვაძე და იმნაძე. ჩარეცხილებს როგორ უნდა ენდო?
უნდა ენდო ახალაიას, მერაბიშვილს, აბა ჩარეცხილს როგორ შეიძლება ენდო? კომუნისტების დროს რომ აქვთ განათლება მიღებული. კიდევ კარგი, რომ ეგეთი ხალხი გვყავდა, მათ ნაცვლად მე ვუხდი ბოდიშს.
ბავშვობაში რომ დავაშავებდი რაღაცას, დედაჩემი და მამაჩემი ჩაჯვის მეძახდნენო და ეს არის ჩაჯვიო, თქვა პირბადეზე.
მე იურისპრუდენციაში არ ვერკვევი, მაგრამ ხალხის დაზაფვრა რატომ არ უნდა აიკრძალოს?
აფხაზეთში, რომ ხარ დაბადებული და დედ-მამა ჩაჯვის გეძახის, ხვდებით ვინ არის ეგ გვარამია? 20 წლის იყო დიდი, შარვალ-კოსტუმში დადიოდა და ახლა ჩაიცვა ჩაჩაჩული შარვალი 50 წლის ასაკში, პირიქით ადამიანები არიან” – განაცხადა ჯაპანამ გადაცემაში.























