
ნიუ-ჯერსიში 73 წლის გრეის ფასკო და მისი სამი შვილი კორონავირუსით ერთი კვირის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპნენ. ამის შესახებ The Mirror-ი წერს.
გრეისს 11 შვილი და 27 შვილიშვილი ჰყავდა. გასულ კვირას მისი 55 წლის ქალ-ვაჟი დაიღუპა, შემდეგ კი თავადაც.
როგორც გამოცემა იუწყება, ქალი მძიმე მდგომარეობაში იყო და შვილების შესახებ არაფერი შეუტყვია. გუშინ მისი მესამე შვილიც გარდაიცვალა.
ოჯახის დანარჩენი წევრები კარანტინში იმყოფებიან. მათი ტესტის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.






















