
ვიცი, რომ ქართველები ვართ სიმართლის მადიდებელნი და არა მხოლოდ ქრისტიანები. ქრისტიანები არიან კათოლიკებიც, არის უამრავი განშტოება და მიმდინარეობა. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ერი. მადლობა ღმერთს, რომ გავჩნდი საქართველოში, – ამის შესახებ ქორეოგრაფი თეა დარჩია ჟურნალ „სარკესტან“ საუბრობს.
მოცეკვავე გამოცემასთან მისი ცხოვრების იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მოხდა ეკლესიასთან დაახლოება.
„მადლობა ღმერთს, რომ არ მკითხეს მშობლებმა და გავჩნდი ქალად და ვარ ქალი. მადლობა ღმერთს, რომ არ მკითხეს და ისე მომნათლეს მართლმადიდებლად. ამით თავისუფალი არჩევანი კი არ შევიზღუდე, მშობლებმა რომ არ დამაცადეს. გავზრდილიყავი და თავად მივსულიყავი იმ სიმართლესთან, რაც მინდოდა და რომელიც დაბადებიდან მეკუთვნის, არამედ თავიდანვე სწორ გზაზე დამაყენეს.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი პატრიარქი არის ჩვენი და არის მაგალითი მართლმადიდებლობის, მოთმინების, დათმენის, მიტევების, პატიების, მდუმარების, ლოცვის და თავგანწირვის ერისა და ბერისთვის.
38 წლის ვიყავი. საფრანგეთის გასტროლებიდან დავბრუნდი სახლში, წითელი პარასკევი იყო, ჩემები ტაძარში მიდოდნენ, მე კი, დაღლილმა, დასვენება გადავწყვიტე. მირიანმა მკითხა: „დედა, შენ ღმერთი არ გწამს?“. მაშინვე მივხვდი, რომ ყველაზე კარგი დასვენება ტაძარში წასვლა იყო.
უფლის ძალამ შემცვალა. მხოლოდ ღმერთს შეუძლია შეგცვალოს უკეთესობიკსენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანს ისე უყვარს თავისი ვნებები და ცოდვები, ღმერთზე წინ აყენებს მათ და ეს არის ჩვენი უბედურება. ღმერთი ძალიან მოწყალეა, ამითაც ძალიან ვსარგებლობთ. უფალს ჩვენგან მხოლოდ ერთი რამ უნდა – ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები, ვითხოვოთ პატიება და მოგვეცემა.
ასევე ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓























