01:23 | 2020-09-25 ავტორი: თამარ გონგაძე

დედა ზედმეტად გულწრფელია, ჩემთვის საინტერესო პოლიტიკოსი იქნება – მარიამ გეგუჩაძე

დედა ზედმეტად გულწრფელია, ჩემთვის საინტერესო პოლიტიკოსი იქნება – მარიამ გეგუჩაძე

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია” სამტრედია, წყალტუბო, ვანისა და ხონის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. გადაწყვეტილება ორ საათში მივიღეო, ტელეწამყვანმა გუშინ, “სხვა ნანუკაში” თქვა.

 

გადაცემა ისევ გავა ეთერში, არაფერი იცვლება. ეს მის გუშინდელ მონოლოგშიც ჩანდა და “პრაიმტაიმთან” ნანუკას შვილმაც დაადასტურა.

 

“ყოველ ოთხშაბათს საღამოს, მე აქ, სტუდიაში თქვენი პრობლემებისთვის ვიქნები და არ ვიქნები ერთ ლოკაციაზე, ყველას შეგეძლებათ მოგვმართოთ” – თქვა ნანუკამ გუშინდელ ეთერში.

 

როგორ აფასებს დედის უცაბედ გადაწყვეტილებას ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე, რომელიც ასევე ჩართულია კამპანიაში “წადი არჩევნებზე”, წაიკითხეთ მის კომენტარში.

 

ქეთი დოლიძე ნანუკა ჟორჟოლიანზე გაბრაზებულია - ''უნამუსო, უსინდისო, ანტიჟურნალისტია''... - რეიტინგი

 

მარიამ გეგუჩაძე: – ეს პირველი შეთავაზება არ ყოფილა, ვიცოდი, რომ პოლიტიკაში წასვლას მუდმივად სთავაზობდნენ. თუმცა ადრე უარს ამბობდა.

 

მე ვენდობი, მჯერა მისი. წყალტუბოდან არის და მისი დამოკიდებულება იქაურობაზე ისედაც ვიცოდი.

 

დედა ზედმეტად გულწრფელია. ამ მხრივ ჩემთვის საინტერესო პოლიტიკოსი იქნება. როგორც წესი, პოლიტიკოსები დავარცხნილები არიან, წინასწარ დაწერილი “სფიჩები” აქვთ, გეგმავენ. ნანუკა ასეთი არ არის. ძალიან გულწრფელია, რაც ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი არ არის. ვფიქრობ, საინტერესო პრეცენდენტს შექმნის.

არა მგონია, რომ მისი დღის რეჟიმი რადიკალურად შეიცვალოს. მთელი ცხოვრებაა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. ფუნქციურად ახლაც იგივეს აკეთებს, ადამიანებს ეკონტაქტება, მათთან მიდის, უსმენს… ანუ, რადიკალურად არაფერი შეცვლილა.

 

უბრალოდ, ახლა უკამეროდ მოუწევს ხალხის მოსმენა. პოლიტიკაში გადააბიჯა. ვიცი, რომ სწორ ცვილებებზეა ორიენტირებული, რაც მგონია, რომ დღეს მნიშვნელოვანია. მე ჩართული ვარ კამპანიაში “წადი არჩევნებზე”. ამ არჩევნების მნიშვნელობას სერიოზულად აღვიქვამ.

 

მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. წარმატებას ვუსურვებ.

ავტორი: თამარ გონგაძე

X