11:32 | 2021-10-29 ავტორი: Prime Time

დედაჩემი ჩემთვის ყოველთვის იყო მიწა, ძალიან მყარი და ნოყიერი – გიორგი კალატოზიშვილი

დედაჩემი ჩემთვის ყოველთვის იყო მიწა, ძალიან მყარი და ნოყიერი – გიორგი კალატოზიშვილი

ძლიერი მამაკაცი ჩემს წარმოდგენაში არის მხოლოდ ძლიერ ქალთან ერთად. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ. როცა მამაკაცი სუსტია, მათ შორის ფსიქოლოგიურად, ის ყოველთვის ცდილობს დაასუსტოს საყვარელი ქალი. ასწავლოს მას მორჩილება, თავისი ადგილი სახლში, ასწავლოს, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია და ა.შ, – ამის შესახებ ტრენერი, ქოუჩი გიორგი კალატოზიშვილი რუბრიკაში „ისტორია, რომელმაც შემცვალა“ საუბრობს.

 

„ჩვენ ნელ-ნელა მივედით იქამდე, რომ ეს უარყოფითი სტერეოტიპები ირღვევა. მე ოჯახი ყოველთვის სამაგალითო მყავდა, იმ თვალსაზრისით, რომ გვერდით სულ ძლიერი ქალები მყავდა. ისინი ყველანაირ სტერეოტიპს არღვევდნენ. ამ ცხოვრებაში ჩემს გზაზე ყველაზე დიდი გავლენა ქალებმა იქონიეს.

 

2021-07-22"ამდენი ტკივილის და ცუდის მერე, ერთი კარგი ამბავიც მაქვს" - ნინო შუბლაძემ იქორწინა

 

მამის დაღუპვის შემდეგ, დედამ ცხოვრებაში ბევრი რამ მასწავლა. რა არის სიმტკიცე, სიმყარე, მიზანდასახულობა – დედამ მასწავლა. მთელი ცხოვრება იყო ჩხუბები, ჭრილობები, საავადმყოფოები, გაკერვები, ოპერაიცები და აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დედაჩემის თვალზე ცრემლი არასდროს მინახავს. როცა მასში ძალას ვხედავდი, მაშინ ვგრძნობდი, რას ნიშნავს იყო ამდენად გაწონასწორებული და მყარი. დედაჩემი ჩემთვის ყოველთვის იყო მიწა. ძალიან მყარი და ნოყიერი.

 

90-იან წლებში, როცა მამა უკვე აღარ იყო, მე ვხედავდი როგორ მოდიოდა დედაჩემი ასათიანის ფსიქიატრიული კლინიკიდან, სადაც 25 წელი ფსიქიატრად იმუშავა, ეზიდებოდა „კერასინკისთვის“ ნავთს, 20-20 ლიტრი ეჭირა ხოლმე ხელში, ვცდილობდი დავხმარებოდი.

 

ღამ-ღამობით მუშაობდა კიდეც.  კარგად კერავდა, მისი ხელობა დაფასებული იყო. დედაჩემმა მასწავლა რა არის ძალა, სტაბილურობა და სიმყარე. ჩემმა უფროსმა დამ, თიკა რუხაძემ მასწავლა ბევრი რამ, წყალივითაა. ყოველთვის გამოსავალს პოულობს.

 

ქალმა ყოფილი შეყვარებულის ავტომობილით წითელზე 49-ჯერ გაიარა - აი რა მოხდა შემდეგ
2021-07-22ქალმა ყოფილი შეყვარებულის ავტომობილით წითელზე 49-ჯერ გაიარა - აი რა მოხდა შემდეგ

 

ნანკა, ჩემი ტყუპისცალი – 4-5 წლის რომ იყო, იქიდან ჩანდა რამხელა ოცნება აქვს, რომელსაც თავის თავში კვებავს, რომ გახდეს ცნობილი მსახიობი. ის ჩემთვის ყოველთვის იყო ჰაერი, რომელიც საკუთარი ოცნებით სუნთქავდა.

 

ჩემი მეუღლე, ელენე რუბიტაშვილი რომელიც იყო არის და იქნება ცეცხლი, თავისი ვნებით, სიყვარულით ყოველთვის მავსებდა და მამოტივირებდა. ამ ოთხმა ადამინმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ზუსტად ესაა, ძლიერი კაცი ძლიერი ხდება ძლიერ ქალთან ერთად და პირიქით, ქალი ძლიერ მამაკაცთან ძლიერდება და არ ფიქრობს, რომ ჩრდილია.

 

 

მე მყავს 3 გოგო – 16, 6 და 4 წლის.ყველაფერი ის, რასაც ახლა მე ვაკეთებ როგორც მამა, მოდის არა მამაჩემისგან მხოლოდ, რომელიც სამწუხაროდ, 12 წლამდე გამომყვა, არამედ ქალებისგან, რომელთაც მე გამზარდეს. როდესაც მამაკაცი ცდილობს, რომ ქალი გაძლიერდეს, ჩვენ შევძლებთ დავარღვიოთ ქვეყანაში არსებული ნეგატიური მიმართულება და სტერეოტიპები“, – ამბობს გიორგი კალატოზიშვილი.

ავტორი: Prime Time

X