
მსახიობი ბესო ზანგური გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“, რომელიც ეთერში ამ წლის იანვარში გავიდა, დედის შესახებ ემოციურ ისტორიას იხსნებდა.
სწორედ გადაცემის ეს ფრაგმენტი გახდა დღეს საზოგადოების იმ ნაწილისთვის ერთ-ერთი აქტუალური საფუძველი, რომ მსახიობისთვის, რომელსაც ყოფილმა ცოლმა ძალადობაში დასდო ბრალი, საჯარო მხარდაჭერა გამოეხატა.
ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც ზანგური თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ტრაგიკულ პერიოდს იხსენებს.
„დედას ინსულტმა დაარტყა. გიორგობა იყო. მე და ბატონი რობერტი რესტორანში ვიყავით, მეუღლემ რომ დაგვირეკა და მითხრა ცუდად არისო, რომ შევედი ჩემი მოსკოვიდან ჩამოტანილი თმისამაგრი ეჭირა. ძალიან მინდოდა, რომ გადარჩენილიყო. დედა რეანიმაციის ექიმი იყო. ხშირად მეუბნებოდა. თუ ინსულტი დამემართება. გამორთე აპარატი. 46-ე დღე იყო. ექიმმა დამირეკა, რომ მიმესწრო თბილისთვის.
…დედასთან დავიჩოქე. ხელი ჰქონდა ჩამოვარდნილი. გეხვეწები ყველამ დამთოვათქო და ამ ერთხელ არ მიმატოვოთქო. ჩემი ძმა არის მარტო ჩემს გვერდითქო. უცებ, თვალი გაახილა. მამაოას წიგნი გაუვარდა. საოცარი ისტორია მოხდა. გადარჩა, “ – ამბობს ბესო ზანგური.
ამ ვიდეოს გაზიარებით საზოგადოების ნაწილმა ქართველი მამაკაცების დაცვის ცენტრის შექმნაც კი დააანონსა ⇓






















