20:31 | 2021-03-24 ავტორი: თამარ გონგაძე

“დედამ ჩემი მეგობრებისგან გაიგო, რომ ნარკოტიკებს მოვიხმარდი…” – დათუნა სულიკაშვილის საჯარო აღიარება

“დედამ ჩემი მეგობრებისგან გაიგო, რომ ნარკოტიკებს მოვიხმარდი…” – დათუნა სულიკაშვილის საჯარო აღიარება

დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა. “სიცრუის დეტექტორში” მან ცხოვრების ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც აკრძალული ხილი გასინჯა და ეცადა ვარსკვლავებისთვის მიებაძა… თუმცა იქვე მიმართა ყველას, რომ არაფრით არ გაბედონ ნარკოტიკის მიღება…

 

დათუნა სულიკაშვილი: – არის ასაკი კლუბებში დადიხარ, მოგზაურობ და სხვადასხვა წრეებში ხვდები… “მე ხომ დედიკოს ბიჭი არ ვარ” – გაქვს მიდგომა და გიჩნდება ინტერესი.

 

ჟურნალისტების ბრალიც არის ამ თემის პროპაგანდა. მაგალითად, ვარსკვლავებზე, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ ნარკოტიკზე (ვიტნი ჰიუსტონი, ჯორჯ მაიკლი, ქეით მოსი), მუდმივად იწერებოდა. ჟურნალისტები რომანტიზებას უწევდნენ მათ ამ საქციელს. ფანებიც მათი გაგრძელება…

ავტორი: თამარ გონგაძე

X