
დედამ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მის 2 წლის შვილს თვალის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ dailymail-ი ავრცელებს.
როკი ძალიან მშვიდი ბავშვი იყო, უპრობლემო. 2018 წელს, მაშინ, როცა როკი 4 თვის იყო, დედამისმა, სარა კეფომ შენიშნა რომ ბავშვს ე.წ. „ზარმაცი თვალი“ ჰქონდა. თუმცა, მაშინ ამისთვის მას დიდი ყურადღება არ მიუქცევია.
ასეთივე რეაქცია ჰქონდა ექიმს, რომელთანაც სარამ როკი მიიყვანა.
ოთხი თვის შემდეგ, როცა სარა ჭურჭელს რეცხვადა, არეკლილი სინათლე როკის თვალს დაეცა.
დედამ შვილის თვალში მრგვალი ფორმის რაღაც შენიშნა. სარა ძალიან შეშინდა.
აღმოჩნდა, რომ როკის იშვიათი ტიპის თვალის ავთვისებიანი სიმსივნე – რეტინობლასტომა ჰქონდა.
ბავშვს მარცხენა თვალის ამოღება დასჭირდა.
განათების დროს თუ ადამიანის თვალი ღებულობს თეთრ ან მოყვითალი შეფერილობას, წითელის ნაცვლად, ეს რეტინობლასტომას მთავარი გამაფრთხილებელი ნიშანია.
სწორედ ამიტომ როკის დედა, კარა სეფო მშობლებს მოუწოდებს შვილებს ფოტოები განათებით (flash-ით) თვეში ერთხელ მაინც გადაუღონ.






















