
ელე უილკინსონმა თავის 30-ე დაბადების დღეზე სრულიად ჯანმრთელი ერთი წლის შვილი, ლოლა ლოგინში გარდაცვლილი იპოვა. შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
ელეს მეგობრის, ქლოეს თქმით, ელე დაბადების დღისთვის ემზადებოდა. დილა იყო ამიტომ ელეს ეჭვი არ შეჰპარვია რომ მის შვილს ეძინა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ბავშვმა ძილი ჩვეულებრივზე დიდხანს გააგრძელა, ელე ლოლასთან შევიდა.
ბავშვი გულაღმა იწვა და სახეზე ფერი მთლიანად წართმეული ჰქონდა. ელეს მეორე შვილმა, რუბენმა სასწრაფო დახმარებას დაურეკა. ექიმებმა ბავშვის გარდაცვალება ადგილზე დაადასტურეს.
ქლოეს თქმით, ელენი ტრამვირებულია და ლაპარაკის უნარი წართმეული აქვს. ბავშვის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ოჯახი პარკში იყო წასული.
ლოლა თავს კარგად გრძნობდა, ძალიან ბედნიერი იყო და ბევრს თამაშობდა.
ბავშვს ცუდად ყოფნის არაფერი ემჩნეოდა. ვახშამიც ჩვეულებრივად მიირთვა.
1 წლის ლოლას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მის ფილტვებზე აღმოჩენილია დაზიანება, რომელიც ტესტირებაზეა გაგზავნილი.























