12:32 | 2021-08-14 ავტორი: Prime Time

დედას ახალშობილი საავადმყოფოდან მოპარეს, მიზეზი გაგაოგნებთ – დაუჯერებელი ისტორია ათენში მოხდა

დედას ახალშობილი საავადმყოფოდან მოპარეს, მიზეზი გაგაოგნებთ – დაუჯერებელი ისტორია ათენში მოხდა

ათენში მომხდარი შემთხვევა ფილმის სცენარს მოგაგონებთ, თუმცა, ეს ყველაფერი რეალობაა. ამ ისტორიაზე ვებგვერდი georgians.gr წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ალბანელმა გოგონამ ათენის ერთ-ერთ ცნობილ სამშობიაროში გააჩინა ბავშვი და ფაქტობრივად, ის პერსონალის თვალწინ მოიპარეს. ბავშვის ქურდი 45 წლის ქალია, რომელსაც წინა ქორწინებიდან 4 და 10 წლის შვილები ჰყავს.

 

მან ახალშობილი დაახლოებით 04:45 წუთზე მოიპარა, როცა საავადმყოფოში მომუშავე მედდამ ძუძუთი კვების შემდეგ დააძინა. ის გარეთ გამოვიდა, ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა. ირკვევა, რომ ქალმა ბავშვი სახლში მიიყვანა და თავის პარტნიორს წარუდგინა, როგორც მათი შვილი. მშობიარობის შესახებ კი უთხრა, რომ სასწრაფოდ საიკეისრო კვეთა უნდა ჩაეტარებინა, თუმცა, თავად მამაკაცი სახლში უნდა დარჩენილიყო, რომ მის დანარჩენ შვილებთან ვინმე ყოფილიყო.

 

რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, 45 წლის ქალი ბოლო 9 თვის მანძილზე მამაკაცს ატყუებდა, რომ ფეხმძიმედ იყო და ჭარბი წონაც ამაში ხელს უწყობდა. შემდეგ კი მშობიარობის სცენა გაითამაშა, უცხო ადამიანის ბავშვი მოიპარა და სახლში წაიყვანა.

 

საავადმყოფოში განგაში მედდამ ატეხა, როდესაც ნახა, რომ ახალშობილი ადგილზე აღარ იყო და მაშინვე პოლიციას შეატყობინეს. საბედნიეროდ, ბავშვიც იპოვეს და 45 წლის ქალი დააპატიმრეს. მას თავისუფლების 9,6 წლით აღკვეთა ემუქრება.

 

რაც შეეხებათ ბავშვის მშობლებს, მათ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს და თითოეული საავადმყოფოსგან 150.000 ევროს ითხოვს, მორალური ზიანის მიყენებისთვის.

 

სტატიის წყარო 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

დედას ახალშობილი საავადმყოფოდან მოპარეს, მიზეზი გაგაოგნებთ – დაუჯერებელი ისტორია ათენში მოხდა

 

ნახეთ, ყველა რეგულაცია, რომელიც დღეიდან ქვეყანაში ამოქმედდება

 

ვინ არის გოგო, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის სოფოს დედამ აარჩია – ის ლანა ნიკოლეიშვილთან უსასყიდლოდ იცხოვრებს

 

ალექსანდრა პაიჭაძე პირდაპირ ეთერში გამოტყდა, რომ ორსულადაა

 

ავტორი: Prime Time

X