00:37 | 2021-09-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დედასთან ერთად რომ მოდის, ეს გზავნილია, რომ ის არ მოდის ძალადობისთვის – ნიკა მელია სააკაშვილზე

დედასთან ერთად რომ მოდის, ეს გზავნილია, რომ ის არ მოდის ძალადობისთვის – ნიკა მელია სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დედასთან ერთად ბრუნდება, ნიშნავს იმას, რომ ის ძალადობისთვის არ ჩამოდის.

 

„გამოვიდა ქალბატონი კულტურის მინისტრი და კნინობითად, დამცინავად თქვა, დედასთან ერთად ჩამოდისო, მაპატიეთ ქალბატონო თეა, დედასთან ერთად ჩამოდის და მე მაგალითად, მამასთან ერთად ვიბრძვი.

 

პარლამენტის დატოვებას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია - გზა დამილოცია, რა უნდათ მათ პარლამენტში? - პრემიერი
2021-09-29პარლამენტის დატოვებას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია - გზა დამილოცია, რა უნდათ მათ პარლამენტში? - პრემიერი

 

[…] დედასთან ერთად რომ მოდის, ამით გზავნილს აგზავნის მთელ საქართველოში და მთელ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ის არ მოდის ძალდობისთვის“, – თქვა ნიკა მელიამ „ტვ პირველთან“.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X