23:03 | 2021-02-02 ავტორი: მარი ჯაფარიძე

დედის შურისძიება – ქალი, რომელიც 3 წელი დასდევდა და აკავებდა შვილის მკვლელებს

დედის შურისძიება – ქალი, რომელიც 3 წელი დასდევდა და აკავებდა შვილის მკვლელებს

მარია მარტინესი სათითაოდ ადევნებდა თვალყურს ყველას, ვინც მისი ქალიშვილის, კარენის გატაცებასა და მკვლელობაში მონაწილეობდა. მან იცოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მასაც მიაკითხავდნენ და ძალიან ჩქარობდა – მან შეიცვალა გარეგნობა, გააყალბა საბუთები, ეძებდა და პოულობდა. ქალიშვილის ხსოვნისთვის, როდრიგესმა აღასრულა სამართლიანობა და მექსიკისთვის სამუდამოდ გახდა ხელისუფლების უმოქმედობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო.

 

კარენი 2012 წელს გაიტაცეს. გოგონა ავტობანზე მოძრაობდა, როდესაც ორმა სატვირთო მანქანამ გზა გადაუკეტა. შეიარაღებულმა პირებმა – როგორც შემდეგ გაირკვა, მექსიკელი ნარკოკარტელის, „ლოს ზეტას“ წევრებმა – კარენი პიკაპიდან გადმოიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით გაიქცნენ. მოგვიანებით დაუკავშირდნენ მარიას და გამოსასყიდი მოსთხოვეს. ოჯახმა ფული იშოვა, შეასრულა ყველა პირობა, მაგრამ კარენი არ დაუბრუნეს. მათ აიღეს ათასობით დოლარი და გაქრნენ. მარია იმედს არ კარგავდა და ფიქრობდა, რომ კარენი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

 

გოგონას ნეშტი მხოლოდ ორი წლის შემდეგ იპოვნეს, მიტოვებულ ფერმაში – ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტთა სხვა 72 გვამთან ერთად.
პოლიცია არ აქტიურობდა და მარია უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ საქმე თავის ხელში უნდა აეღო. გარშემო მყოფები ატყობდნენ, როგორ შეიცვალა დედა. ის არ დაბნეულა, როგორც სხვა დედები, არ დაკარგა გონება მწუხარების გამო, პირიქით, ენერგიით იყო სავსე, ჰქონდა მონდომება, იმედი, შეიძინა მიზანი – ეპოვა ყველა, ვინც კარენის სიკვდილში მონაწილეობდა და პირადად ჩაებარებინა პოლიციისთვის.

 

Mrs. Rodríguez’s son, Luis, at the ranch where the remains of his sister, Karen, were found.
ადგილი, სადაც მოკლულები იპოვეს

 

შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მარია ეძებდა ქალიშვილის გამტაცებლებსა და მკვლელებს. ზოგჯერ ათასობით კილომეტრისა და საზღვრის გადალახვაც კი უწევდა, თუ კვალს შეერთებულ შტატებში მიჰყავდა. მარია ფრთხილად მოქმედებდა: ხშირად იცვლიდა გარეგნობას, იყენებდა ყალბ დოკუმენტაციას, მოიპოვებდა დამნაშავეთა ნათესავების ნდობას, რათა უფრო მეტი გაეგო მათი ბავშვობის, ახალგაზრდობის, სუსტი წერტილების შესახებ. ქალი შეიარაღდა პისტოლეტით, თუმცა მიხვდა, რომ მექსიკის ყველაზე სასტიკი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ბრძოლაში, რომელიც ჯარის ელიტური ქვედანაყოფების დეზერტირებით იყო დაკომპლექტებული, პისტოლეტი სავარაუდოდ, ვერ დაეხმარებოდა.

 

ვისი დაჭერაც მოახერხა, მათ შორის იყო მებაღე, რომელსაც მირია თვალყურს ადევნებდა ერთი წლის განმავლობაში. მამაკაცმა მაშინვე იცნო კარენის დედა და გაქცევა სცადა, მაგრამ გაჩერდა, როდესაც დაინახა, რომ იარაღი მისკენ იყო მიმართული. მარიამ კრიმინალი ერთ საათზე მეტხანს შეაკავა, სანამ მასთან სპეცსამსახურების წარმომადგენლები არ მივიდნენ.

 

მალე ქალმა „ზეტას“ კიდევ რამდენიმე წევრი აიყვანა, რომელთა შორის 18 წლის ბიჭიც იყო.

დიდი წარმატება იყო ადამიანის დაჭერა, სახელად – სამა. მარტინესმა ეს სახელი გაიხსენა „ზეტას“ წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრიდან, როდესაც ქალიშვილის ფულზე გაცვლის იმედი ჰქონდა. კარენის მკვლელობაში მისი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მექანიკოსისგან ჰქონდა, რომელიც იმავე ღამეს გაიტაცეს. მას გაუმართლა: დამნაშავეებმა წასვლის უფლება მისცეს. მარიამ ინტერნეტში იპოვა სამას ფოტო. მის გვერდით მაღაზიის გამყიდველი გოგონა იდგა, მეზობელი ქალაქიდან –  ვიქტორიიდან. მარიაც სწორედ იქით გაემართა.

 

A dirt road where the first ransom for Luciano was dropped.

 

იმისთვის, რომ მისი ვინაობა არ გამჟღავნებულიყო, მარიამ თმა მოკლედ შეჭრა და წითლად შეიღება. საათობით ეძებდა სამას და როდესაც მიაგნო, კვალში ჩაუდგა და სახლამდე მიჰყვა. მას შემდეგ, რაც დამნაშავის მისამართი შეიტყო, მექსიკელმა დახმარებისთვის ქალაქის ხელისუფლებას მიმართა, მაგრამ არავინ მოინდომა მისი დახმარება, სანამ საქმეში არ ჩაერია ერთი პოლიციელი, „ძველი სკოლიდან“. სწორედ მან დააკავა სამა, სხვა ქალაქში. მამაკაცმა მალევე აღიარა დანაშაული და თანამზრახველებიც დაასახელა.

 

New York Times-ის თანახმად, დამნაშავეებს შორის მარტინესის ახლო ნაცნობი, ელვია ბეტანკურტიც იყო. მან მარიას ჰკითხა, როგორ მიდიოდა კარენის საქმის გამოძიება. ქალს ეჭვი გაუჩნდა, რომ ელვიამ შეიძლება რამე იცოდა და პოლიციას თავისი ეჭვები გაუზიარა. ბეტენკურტი დააპატიმრეს და აღმოჩნდა, რომ მას მართლაც ჰქონდა რომანი ერთ გამტაცებლებთან, რომელიც უკვე ციხეში იმყოფებოდა სხვა დანაშაულისთვის.

 

მირიამ განაგრძო გამოძიება, თუმცა მიხვდა, რომ დრო იწურებოდა. „ისინი მომკლავენ, – უთხრა მან ოჯახს. – ამაში ეჭვი არ მეპარება“.
ყველა არ დაუჭირიათ. საქმეში მონაწილე ზოგი ადამიანი უკვე ციხეში იყო, ზოგი ცოცხალი აღარ იყო, ზოგიერთები, ვინც დარჩნენ, ცდილობდნენ ახალი ცხოვრების დაწყებას. კარტელის ერთ-ერთმა წევრმა მღვდლობაც კი დაიწყო – პოლიციამ ის სამლოცველოში დაიჭირა, მრევლი კი არ იჯერებდა, რომ ის დამნაშავე იყო.

 

სამი წლის განმავლობაში მარიამ მოახერხა ხელისუფლებისთვის ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მინიმუმ 16 პირის გადაცემა. მათგან 13-ს სასჯელი შეეფარდა.

შემდეგ კი მარიასაც მიაკითხეს. 2017 წელს, დედის დღეს მარიას 12 ტყვია ესროლეს. ქმარმა ცხედარი ქუჩაში იპოვა. ხელში პისტოლეტი ეჭირა, რომლის ჩანთიდან ამოღებაც ვერ მოასწრო.

 

მშობლიურ ქალაქში მარია გმირად მიიჩნევა, რომელიც ცდილობდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას. ერთ-ერთმა პოლიციელმა შეისწავლა მისი დამოუკიდებელი გამოძიების მასალები მისი გარდაცვალების შემდეგ და აღიარა: „მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მსგავსი არაფერი მინახავს“.

 

„დეტალები და ინფორმაცია, რომელიც ამ ქალმა მარტომ შეაგროვა … ეს წარმოუდგენელია”, – განუცხადა მან New York Times-ს. მან დახმარება სთხოვა ხელისუფლებას, ყველა დონეზე, მაგრამ კარი ცხვირწინ მიუხურეს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მას დავეხმარე იმ ადამიანების პოვნაში, ვინც მისი ქალიშვილი გაიტაცეს“.

 

ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ მარია არ დაშორებია სამყაროს. საკუთარი მისიის გარდა, იგი სხვა მშობლებსაც აქტიურად ეხმარებოდა გატაცებული ბავშვების ძიებაში. სამ წელიწადში მისმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააერთიანა 600 ოჯახი, რომლებიც დაზარალდნენ ნარკოკარტელებით. 12-მა მათგანმა მარიას დახმარებით მოახერხა ნათესავების ნეშტის პოვნა. ახლა დედის საქმეს აგრძელებს მისი ვაჟი, ლუი.

 

Luis took charge of the collective of San Fernando families with disappeared relatives that his slain mother had created.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X