09:16 | 2021-04-06 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დედის წყევლამ შეიძლება ცხოვრებაში მართლაც წააქციოს შვილი და თუკი ეს ცოდვა ჩაუდენიათ, სასწრაფოდ მოინანიოს – დეკანოზი დავით შენგელია

დედის წყევლამ შეიძლება ცხოვრებაში მართლაც წააქციოს შვილი და თუკი ეს ცოდვა ჩაუდენიათ, სასწრაფოდ მოინანიოს – დეკანოზი დავით შენგელია

სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ოჯახური კონფლიქტი იქამდეც კი მიდის, რომ დედა წყევლის საკუთარ შვილს. ამით თითქოს გზას უხშობს მის მომავალს, – ამის შესახებ დეკანოზი დავით შენგელია „კარიბჭისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

2021-01-06"ერთადერთი ახსნა აქვს ამას, სასწაული კი არ მოხდა..." - მეუფე ნიკოლოზი პატრიარქისა და ხვლიკის ისტორიას განმარტავს

„წყევლის შემზარავმა სიტყვებმა შეიძლება ცხოვრებაში მართლაც წააქციოს შვილი. პირველ რიგში, შვილმა არ უნდა მისცეს საბაბი მშობელს ასეთი განრისხებისა და წყევლისა. ხოლო თუკი ეს მოხდა, დაუყოვნებლივ მუხლი უნდა მოუყაროს მშობელს და სთხოვოს პატიება. ამის შემდეგ მშობელი მას აუცილებლად დალოცავს.

 

დედებმაც თავი უნდა შეიკავონ შვილის დაწყევლისგან და თუკი ეს ცოდვა ჩაუდენიათ, აუცილებლად მოინანიონ ღვთის წინაშე“, – თქვა დეკანოზმა დავითმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X