19:40 | 2021-04-08 ავტორი: Prime Time

„დედოფალი გაკვირვებას ვერ მალავდა, როდესაც მეგანმა ქორწილში თეთრი კაბა ჩაიცვა“ – ნახეთ რა გახდა ამის მიზეზი

„დედოფალი გაკვირვებას ვერ მალავდა, როდესაც მეგანმა ქორწილში თეთრი კაბა ჩაიცვა“ – ნახეთ რა გახდა ამის მიზეზი

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილიდან სამი წელი გავიდა, თუმცა წყვილი მედიის ყურადღების ცენტრში კვლავაც ხშირად ექცევა.

 

საზოგადოება დღემდე მსჯელობს მეგან მარკლის მიერ არჩეულ საქორწინო კაბაზე. ზოგი მეგანს არჩევანს უწონებს და მიაჩნია, რომ მან საკმაოდ ელეგანტური კაბა შეარჩია, ზოგი კი ფიქრობს რომ მისი კაბა „ზედმეტად უბრალო“ იყო.

 

Mirror-ის ინფორმაციით, მეგანის არჩევანმა თავად დედოფალიც კი გააკვირვა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მეგანმა ქორწილისთვის თეთრი კაბა აარჩია, მას შემდეგ რაც მისი წინა ქორწინება განქორწინებით დასრულდა.

 

„დედოფალი გაკვირვებას ვერ მალავდა, როდესაც მეგანმა ქორწილში თეთრი კაბა ჩაიცვა“,- წერს გამოცემა.

 

ზოგადად თეთრი კაბა სიწმინდისა და სისპეტაკის სიმბოლოა. თეთრ კაბას პატარძალი პირველი ქორწინების დროს იცვამს, როდესაც ის ქალწულია.

 

მიჩნეულია, რომ ქალწულობის დაკარგვის შემდეგ ქალმა ქორწილში თეთრი სამოსი აღარ უნდა ჩაიცვას.

 

იქიდან გამომდინარე, რომ მეგანი ქორწინებაში ერთხელ უკვე იმყოფებოდა, დედოფალი ელოდა, რომ ის თეთრი კაბის მაგივრად, ბაც ვარდისფერ ან სხვა ფერის კაბას აარჩევდა.

ავტორი: Prime Time

X