
კორონავირუსით დედოფლისწყაროში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
კოტე ლოლაშვილი, ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობით, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
6 სექტემბერს გარდაცვლილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ კოვიდ- 19 მას ძმასთან ერთად დაუდგინდა: „დაინფიცირებულ 1120 ადამიანში ორი, ჩვენც მიგვათვალეთ“.
ლოლაშვილი, წლების განმავლობაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი იყო.
ბოლო დროს, მას სამშენებლო კომპანია ჰქონდა.
გარდაცვლილს, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ეპიდემილოგიური ვითარება ჯერჯერობით, კვლავ რთულია.
სექტემბრიდან დღემდე, მუნიციპალიტეტში, კორონავირუსით ინფიცირების 6000- მდე შემთხვევაა გამოვლენილი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:























