
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული 81 წლის ქალის დისშვილი ტრაგედიის დღეს იხსენებს.
„ამ საშინელი ტრაგედიის გამო გარდამეცვალა დეიდა, დედასავით მყავდა… გადამარჩინა დეიდამ, 10 წუთით ადრე მეუბნებოდა – წადი, წადიო, არც ვაპირებდი ჯერ წასვლას, ძალით გამომაგდო. ეზოდან რომ გავედი, გავიგონე საშინელი ხმა, არანორმალური რაღაც იყო. შემოვბრუნდი და ვნახე ეს ენით უთქმელი საშინელება,” – ამბობს 81 წლის ქალი „კურიერთან“ საუბრისას.
ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოში გლოვის დღეა. სახელმწიფო დროშები ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეა დაშვებული.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.
ასევე დაგაინტერესებთ:























