14:14 | 2020-09-10 ავტორი: Prime Time

დეკანოზის ადვოკატი თვითიზოლაციაშია – შეხვდა თუ არა ფანცულაია გიორგი მამალაძეს

დეკანოზის ადვოკატი თვითიზოლაციაშია – შეხვდა თუ არა ფანცულაია გიორგი მამალაძეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის, ადვოკატი გიორგი ფანცულაია თვითიზოლაციაშია. ადვოკატის თქმით, მას გუშინ ჰქონდა მცდელობა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვედროდა, თუმცა პენტიენციურ დაწესებულებაში, საკარანტინე ზონაში, რომელიც შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი, ადგილი არ იყო.

 

„9 სექტემბრიდან ვიმყოფები იზოლაციაში კოვიდ 19 – ის გამო, რადგან:

 

თავს ცუდად არ ვგრძნობ, მაქვს კორონავირუსი და ეს ცოტა მძაბავს - გოგიჩაიშვილი
2020-09-09თავს ცუდად არ ვგრძნობ, მაქვს კორონავირუსი და ეს ცოტა მძაბავს - გოგიჩაიშვილი

ვარ ე.წ. ტვ პირველის კლასტერში. როგორც მოგეხსენებათ 2020 წლის 6 სექტემბერს ვიმყოფებოდი ტელეკომპანია პირველის საღამოს ეთერში, სადაც უშუალო კონტაქტი მქონდა საქართველოს პარლამენტის წევრ ლ.გ. – სთან, რა დროსაც საკმაო დროით შედგა ჩვენი დიალოგი და შემდგომ კი მეგობრულად, ქართულად, დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

 

შემოთავაზება მქონდა, რომ გადავსულიყავი საკარანტინე ზონაში, მაგრამ ვინაიდან მქონდა საშუალება მარტო ვყოფილიყავი სახლში, ვამჯობინე სახლის პირობებში იზოლაცია. ასევე ეს საშუალებას მომცემს ჩავერთო სასამართლო პროცესებზე თუ კოვიდ 19 არ აღმომაჩნდება და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდება. აგრეთვე, ამით დავზოგავ ერთ საკარანტინე სივრცეს და გამოვიჩენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.

 

ვინაიდან ჯერ-ჯერობით არანაირი სიმპტომი არ მაქვს მეუბნებიან, რომ სწრაფ ტესტს არ ჩამიტარებენ ამ ეტაპზე, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ კოვიდ -19 საწყის ეტაპზე არ აქვს სიმპტომები.

 

დიდი მადლობა ლ.გ. ყურადღებისთვის, რომელიც რამოდენიმეჯრე დამიკავშირდა გუშინ. ასევე ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და სწრაფად დაბრუნებას თავის საქმიანობის სფეროში,“ – აღნიშნავს ფანცულაია.

 

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

 

ავტორი: Prime Time

X