11:24 | 2021-08-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„დელტა“ შტამის გავრცელების გამო, უხანში ტესტირებას 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარებენ

„დელტა“ შტამის გავრცელების გამო, უხანში ტესტირებას 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარებენ

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსზე ტესტირებას 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარებენ. ამის შესახებ reuters-ი წერს.

 

„იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქალაქში ყველა უსაფრთხოდ იყოს, ქალაქის მასშტაბით ტესტირება სწრაფად დაიწყება, რათა სრულად დავადგინოთ დადებითი შედეგები და ასიმპტომური ინფექციები“, – განაცხადა ქალაქ უხანის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X