
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კოვიდ 19-ის დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ერთ ადამიანს შეუძლია 8 პირი დაასნებოვნოს. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.
„სულ 11 მუტაციაა ცნობილია, მაგრამ დელტა მართლაც გამორჩეულია. ერთი დაავადებული დელტა ვარიანტით მის გარშემო 8 ადამიანს ასნებოვნებს და ამ მაჩვენებლით უკვე დელტა შტამი ჩუტყვავილას გაუტოლდა. წითელას შემდეგ არის მეორე ვირუსი, რომელსაც ამ მხრივ მართლაც გამორჩეული თვისება აქვს. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში დაიწყო შემთხვევების მკვეთრი მატება.
მის წინააღმდეგ ბრძოლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს, გარდა ორჯერადი ვაქცინაციისა. ეს იძლევა ჯაჭვის გაწყვეტის შესაძლებლობას. ამიტომ მთავარი ამოცანაა ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდა. ეს არის ერთადერთი გზა დელტა ვარიანტის გავრცელების შეფერხების“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
დაგაინტერესებთ ეს ინფორმაციები ⇓























