12:32 | 2021-08-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დელტას გამო, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა 85%-ით, ლეტალობა კი 137 %-ით არის გაზრდილი – ივანე ჩხაიძე

დელტას გამო, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა 85%-ით, ლეტალობა კი 137 %-ით არის გაზრდილი – ივანე ჩხაიძე

დელტას გამო ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა 85%-ით, ლეტალობა კი 137 %-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

 

„დელტა ვარიანტი 85%-ით უფრო მეტად იწვევს საავადმყოფოში დაწოლის აუცილებლობას, ვიდრე კორონავირუსის ალფა, იგივე ე.წ. ბრიტანული მუტაცია. ლეტალობის მიხედვით, კორონავირუსის დელტა მუტაცია 137%-ით უფრო მეტად განაპირობებს, ვიდრე ბრიტანული ვარიანტი.

 

ეს ორი მახასიათებელი უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობა და მეტი ლეტალობა არის ის, რაც აისახა საქართველოს რეალობაშიც.

 

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ვაქცინაცია რის ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება ქვეყანაში შეაჩეროს ვირუსის ასეთი სწრაფი გავრცელება,“ – განაცხადა ჩხაიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 54 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო 5 697დაინფიცირდა.

 

ამავე თემაზე ნახეთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X