
დემნა გვასალია საზოგადოების გაოცებას აგრძელებს. ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელს ორიგინალური სამოსითა და კრეატიული პრეზენტაციებით მოდის სამყარო არაერთხელ აღუფრთოვანებია. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ამჯერად ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ქართველი დიზაინერი არც მეტი, არც ნაკლები „სიმპსონების” პერსონაჟად მოგვევლინა.

ბრენდის უახლესი კოლექციის ჩვენებაზე გვასალიამ Simpsons-ის შემქმნელებთან კოლაბორაციით შექმნილი 10-წუთიანი ვიდეო წარადგინა.

სპეციალურ ეპიზოდში ქართველი დიზაინერი მარჯ სიმფსონს ოცნებას უსრულებს და ბალენსიაგას კაბას უგზავნის. მოგვიანებით კი მარჯი და მისი ქალაქის მაცხოვრებლები პარიზში მიჰყავს.

„სიმპსონების“ ახალ სერიაში მაყურებელმა დემნასთან ერთად ქანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი, ჯასტინ ბიბერი და ანა ვინტურიც იხილა.

კოლაბორაცია სრულიად მოულოდნელი, თუმცა, ამავდროულად ძალიან ბუნებრივი და სახალისო აღმოჩნდა.
Place du Chatelet-ში შეკრებილმა სტუმრებმა ქართველი დიზაინერი მხურვალე ოვაციებითა და აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.






















