23:32 | 2021-10-25 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

დემონსტრანტებს სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს – სუდანის დედაქალაქში 3 ადამიანია გარდაცვლილი

დემონსტრანტებს სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს – სუდანის დედაქალაქში 3 ადამიანია გარდაცვლილი

სუდანის დედაქალაქ ხართუმში სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ დემონსტრაციაზე სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია 80 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ვრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციის დაშლა სცადეს ქვეყნის დე ფაქტო ხელმძღვანელის, აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანის განკარგულების შესაბამისად, რომელმაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

შეგახსენებთ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სუდანში გამთენიისას მოხდა. ამბოხებულებმა სუდანის დედაქალაქში გზები გადაკეტეს და მთავრობის წევრების სახლებში შეიჭრნენ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X