16:52 | 2020-07-16 ავტორი: Prime Time

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებელთა ნაკადი მეორე დღეა არ წყდება

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებელთა ნაკადი მეორე დღეა არ წყდება

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებელთა ნაკადი მეორე დღეა არ წყდება. დილიდან პარკს რამდენიმე ათასი ვიზიტორი კვლავ ეწვია.

 

პარკს დამთვალიერებლები მთელი საქართველოდან სტუმრობენ.

 

პარკის დათვალიერების მსურველებს ადმინისტრაცია მიმართავს.

 

მიყევით ამ ბილიკს - ახალი კადრები დენდროლოგიური პარკიდან, რომელსაც უფასოდ დაათვალიერებთ
2020-07-15მიყევით ამ ბილიკს - ახალი კადრები დენდროლოგიური პარკიდან, რომელსაც უფასოდ დაათვალიერებთ

 

„ვინაიდან პარკი 19 საათზე იკეტება, ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს მსურველებს, დასათვალიერებლად არაუგვიანეს 18 საათამდე მივიდნენ, რადგან ტერიტორია დიდია და დათვალიერებას ბევრი დრო სჭირდება.

 

ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ დენდროლოგიური პარკის დამთვალირებლებს 7 საათის შემდეგ შეუძლიათ ეწვიონ მიმდებარედ არსებულ მინიატურების, მუსიკოსების ან ციცინათელების პარკს.

 

დენდროლოგიური პარკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ყოველდღე იმუშავებს.

 

გამომდინარე იქიდან, რომ დენდროლოგიური პარკი უნიკალურია აქ წარმოდგენილი ფლორითა და ფაუნით და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, მომავალი კვირიდან მისი მონახულება ვიზიტორებს შეეძლებათ ყოველ დღე, ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

X