19:30 | 2020-05-19 ავტორი: თეონა ყაჭიური

დეპუტატი არ ხართ… თქვენ ხართ ვირუსი! – რომან გოცირიძე დავით მათიკაშვილს

დეპუტატი არ ხართ… თქვენ ხართ ვირუსი! – რომან გოცირიძე დავით მათიკაშვილს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, უმრავლესობის წევრს დავით მათიკაშვილს მიმართა და უთხრა, რომ იგი „ადამიანი ვირუსია“.

 

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დღეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები​განიხილებოდა.

 

განხილვისას დავით მათიკაშვილმა თქვა, რომ კოვიდ ინფექციამ 12 ადამიანი შეიწირა, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – ასობით ადამიანის სიცოცხლე.

 

მას კი რომან გოცირიძე ასე გამოეხმაურა:

 

„თქვენ ხართ ვირუსი, სხვანაირად რა უნდა გიწოდოთ. დეპუტატი არ ხართ, უფლებებს აძლევთ მთვრობას. პერსონალურად თქვენი საუბარი შეიძლება შეფასდეს, ადამიანი ვირუსი“,- აღნიშნა გოცირიძემ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X