
მარნეულში ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული სკოლა არის წერეთლის საჯარო. სკოლის დირექტორმა მარინა მაჭარაშვილმა კოლეგების დახმარებით მოსწავლეებისთვის განსაკუთერებული სასწავლო წელი შექმნა.
როგორც დირექტორი ამბობ, სკოლის დერეფნები და კიბეები მოხატეს. მისი თქმით, ასე ბავშვებს გაუადვილდებათ სხვადასხვა საგნების შეყვარება და სწავლა.

„ყველა იდეა არის ჩემი, რაშიც ჩემი კოლეგები მეხმარებიან. დერეფნები მოვხატეთ მოსწავლეების ასაკობრივი მდგომარეობის მიხედვით. ყველაფერი ჩვენს სკოლაში მაქსიმალურად მორგებულია მოსწავლეებზე. პირველ სართულზე სადაც დაბალ კლასელები სწავლობენ შესაბამისი ნახატები გავაკეთეთ იატაკზე(ანბანი ყვავილებზე, მულტფილმის გმირები), მეორე სართულზედერეფნის იატაკი მოვხატეთ ისეთი ნახატებით,სადაც ბავშვები ნახავენ სხვადასხვა საგნის სივრცეს, მაგალითად: ქიმია, ბიოლოგია, ასტრონომია, გეოგრაფია. კიბეებზე გვაქვს მეფეები ნახატები წლების მიხედვით. რაც მთავარია ეს ყველაფერი საფეხურებზე ეპოქალურად განვალაგეთ.
დერეფნები ხატვის მასწავლებელმა მოხატა, ხოლო კიბეები სკოლის დარჯმა გააკეთა. თავიდან ვიფიქრეთ მხატვრის დაქირავება, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ჩვენი ძალებით გავართვით თავი. დიდი შრომა ჩავდეთ, მაგრამ ბავშვებს, რომ ვუყურებთ როგორი ბედნიერები არიან, ძალიან გვიხარია.

მომავალში კიდევ მაქვს რამდენიმე იდეა რაც ბავშვებს კიდევ უფრო გაახარებს“, – გვიყვება სოფელ წერეთლის სკოლის დირექტორი.
აღნიშნული სკოლაში, სადაც 500 ბავშვი სწავლობს სრული რეაბილიტაცია 2018 წელს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით განხორციელდა, 2010 წლიდან სკოლას სომხური სექტორიც შუერთდა, სადაც 50 ბავშვი სწავლობს.







🌈 მოსწავლეზე ორიენტირებული ,,იძულებითი" სწავლება!😁😁😁😑როცა, კიბეზე ასვლისასაც რაღაც უნდა დაიმახსოვრო!📘📗📙….და, კიდევ ერთი ოქროსხელება თანამშეომელი😍გაიცანით—-ჯამბულ ბარბაქაძე!💖
Posted by Marina Macharashvili on ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2020
ავტორი: მარიამ ქველაძე























