17:18 | 2021-09-14 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

დეჟავიუ მაქვს, გეგონება ხელისუფლებაში ვარ – გრიგოლ ვაშაძე

დეჟავიუ მაქვს, გეგონება ხელისუფლებაში ვარ  – გრიგოლ ვაშაძე

„აბსოლუტური დეჟავიუ მაქვს, გეგონება უკან გადავედი, ხელისუფლებაში ვარ და ოპოზიცია გვედავება მესტიის მუზეუმზე, რომ ექსპონატების გაყიდვას ვაპირებთ, ყველაფერს ვანადგურებთ და ა.შ. იმას კი არ ვამბობ, რომ კმაყოფილი ვარ, რაც დღეს ხდება, მართლა აღარ შეიძლება ყველაფრის პოლიტიზება. ის შენობა ინგრევა, ეს ვიცი. შვილი და სტუმრები მყავდა. ის, რომ ექსპონატები გადასარჩენია, ფაქტია. სარდაფში თუ ვინმე ჩაბრძანებულხართ, ნახავთ რა დღეშია ფუნდამენტი“, – ამის შესახებ დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით 2500 მოქალაქის პეტიციაზე მსჯელობენ, რომლის გადაგზავნას პარლამენტი კულტურის სამინისტროში აპირებს.

 

„ანჩისხატის გადაცემა საპატრიარქოსთვის – ასე ლაპარაკის დონეზე გაგებული მაქვს, თქვენ გაქვთ ბატონო სულხან ასეთი ინფორმაცია, რომ ეს გადაწყვეტილია? კატეგორიული წინააღდმეგი ვარ ანჩისხატის გადაცემის. თუ 180%-იანი გარანტია არ გვექნება, რომ ის არ იქნება სათანადო პირობებში, მუზეუმის თანამშრომლების დაცვის ქვეშ, იმიტომ, რომ გელათში რაც მოხდა, ვნახეთ. გამოვითხოვ ინფორმაციას, იმის თაობაზე არის თუ არა გადწყვეტილება მიღებული და მზადდება თუ არა ასეთი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ვაშაძემ.

 

ცნობისთვის, პარლამენტის კულტურის კომიტეტი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თაობაზე წარდგენილ საინიციატივო ჯგუფის პეტიციას კულტურის სამინისტროს გადაუგზავნის.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X