
18 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მდუმარე აქციით შეხვდება. პროტესტის ამგვარი ფორმით ოპოზიცია ცდილობს, სახელმწიფო მდივანს დაანახოს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია.
რას აპირებს პომპეოს ჩამოსვლის მეორე დღეს ოპოზიცია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ინფორმაციით,პროტესტის ამგვარი ფორმით ოპოზიცია ამერიკის სახელმწიფო მდივანს ეტყვის, რომ საქართველო „რუსი ოლიგარქის“ მიერ არის მიტაცებული“.
„18 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე, ოპერის შენობიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიის და მელიქიშვილის მიმართულებით გაიმართება აქცია. 2- მეტრიანი დისტანცია იქნება დაცული და ყოველ ადამიანს, ვინც მოვა, მდუმარე პროტესტისთვის სტიკერი მიეცემა , რომელსაც ეწერება: “გაყალბებულია”. “სტიკერს” დააფენს, დადგება, დაიჭერს შესაბამის პლაკატს, ასევე იქნება საქართველოს და ამერიკის დროშები.
რესპუბლიკის მოედანზე იქნება დიდი ბანერები, საქართველოს და ამერიკის დროშით და შუაში იქნება წარწერები, რომ არჩევნები გაყალბებულია, რომ მიმდინარეობს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ”,- განაცხადა უგულავამ.
დგამს თუ არა ოპოზიცია მომგბიან პოლიტიკურ ნაბიჯს, როცა პომპეოს მდუმარე აქციით ხვდება
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ფიქრობს, რომ პროტესტის ამგვარი ფორმა მაიკ პომპეოს თვალში არცთუ ისე კარგად აღიქმება.
მისივე თქმით, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, თუმცა ოპოზიციის მიერ პროტესტის გამოხატვის შესაბამისი ფორმა უნდა იყოს მოძებნილი.
„აქცის გამართვა მთლად გონივრული ნაბიჯი არ არის. აქციების გამართვა ოპოზიციის მიზნების განხორციელებაზე დადევითად ვერ აისახება, საქართველოს ავტორიტეტს კი ეს პროცესები მხოლოდ უარყოფითად გამოაჩენს.
ძალიან დიდი რისკია, რომ ოპოზიციამ პომპეოს თვალში ახირებული ადამიანების შთაბეჭდილება დატოვონ. ოპოზიციამ უკეთესი გზა უნდა ნახოს თავიანთი საპროტესტო განწყობის დემონსტრირებისთვის. მათ ხომ კარგად იციან, რომ 21- საუკუნეში ის მოვლენები, რომლებიც აქ ხდება, რამდენიმე წუთში ცნობილია ვაშინგტონშიც. ყველაფერი ზედაპირზე დევს, ეს არის ამერიკის დამოკიდებულება ჩვენდამი, ამერიკული მხარის შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით და არა მარტო.
ამიტომ ბატონი პომპეოსთვის და ნებისმიერი სხვისთვის აქციის სახით პროტესტის დემონსტრირება არ არის მომგებიანი საქმე. ეს პროცესები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთოების განვითარების გაღრმავების გაძლიერების საქმეს, რა თქმა უდნა, არ წაადგება“,- განაცხადა მენაღარიშვილმა “პრაიმტაიმთან”.
რატომ ჩამოდის მაიკ პომპეო საქართველოში
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მაიკ პომპეო კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თბილისში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიულ რეფორმებში შემდგომი პროგრესისკენ. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს“,- აღნიშნულია
ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომეპო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე






















