10:46 | 2021-08-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დღეიდან ​ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

დღეიდან ​ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 აგვისტოდან ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) ახალი ვაქცინაციის სივრცე დაიწყებს ფუნქციონირებას.

 

​მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება: „ფაიზერით“, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“. სასურველი ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.

 

ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე.

 

ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X