13:17 | 2021-07-19 ავტორი: Prime Time

დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა – ნახეთ, ვის ეხება ის

დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა – ნახეთ, ვის ეხება ის

საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების გამო, დღეიდან რეგულაციები კვლავ გამკაცრდა. კერძოდ, თავშეყრის გარკვეულ ადგილებში ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები ისევ დაწესდა.

 

ასევე, დღეიდან კონფერენციებსა და სემინარებზე დასწრება მხოლოდ PCR ტესტირებით არის შესაძლებელი. იგივე პირობაა მოზარდების სპორტული ტურნირების და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების დროს. ამასთან, აიკრძალა ბანაკები.

 

არსებულ რეგულაციებს ტურნირების და სემინარების ორგანიზატორები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ საქმიანობის გაგრძელების საშუალება არ ეძლევათ

ავტორი: Prime Time

X