
„კურიერის“ წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა ახალ მეწყვილედ გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წარადგინა.
„დღეიდან, ჩემთან ერთად დღის მოვლენებს ჩემი მეგობრის და კოლეგის, ყველასათვის საყვარელი ჟურნალისტის გიორგი სანაიას შვილი, სანდრო სანაია გაგაცნობთ. სანდრო არ ნერვიულობს“, – განაცხადა ნათია ლაზაშვილმა, რაზეც თანაწამყვანმა უპასუხა: „არ ვნერვიულობ, თუმცა, ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას მაყურებლის წინაშე“.
ცნობისთვის, 2001 წლის 26 ივლისს გიორგი სანაია თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მისმა მკვლელობამ ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საზოგადოება ამ ფაქტს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















