10:35 | 2020-06-15 ავტორი: Prime Time

დღეიდან, პირბადის გამოუყენებლობისთვის ჯარიმები ამოქმედდება

დღეიდან, პირბადის გამოუყენებლობისთვის ჯარიმები ამოქმედდება

დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები დღიდან, 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან.

როდემდე მოგვიწევს პირბადეებით სიარული - მთავრობის ახალი დადგენილება
2020-06-11როდემდე მოგვიწევს პირბადეებით სიარული - მთავრობის ახალი დადგენილება

 

 

მთავრობა შესაბამის დადგენილებას, სავარაუდოდ, დღეს გამოაქვეყნებს.

 

ადმინისტრაციული სანქციების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა, ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან.

 

უნდა გავუკეთოთ თუ არა 2 წლამდე ბავშვებს პირბადე
2020-04-27უნდა გავუკეთოთ თუ არა 2 წლამდე ბავშვებს პირბადე

 

მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და ჯარიმა აღარ დაეკისრებათ. მათ ცნობა თან უნდა ატარონ და საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ.

ავტორი: Prime Time

X