09:52 | 2020-07-21 ავტორი: Prime Time

დღეიდან საქართველოში აგრილდება

დღეიდან საქართველოში აგრილდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება.

 

სინოპტიკოსების ცნობით, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.

 

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 

20 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 35, 40, ქვეყნის მთიან რაიონებში კი 33, 38 გრადუსის ფარგლებში იყო.

ავტორი: Prime Time

X