08:11 | 2020-05-29 ავტორი: Prime Time

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა აღდგა – რა წესები უნდა დაიცვათ

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა აღდგა – რა წესები უნდა დაიცვათ

დღეიდან თბილისში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. მუშაობას იწყებ მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები.

 

აუციელებელია, რომ ტრანსპორტში ყველა გაცემული რეკომენდაცია დაცული იყო.

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საპატრულო პოლიცია მეტროში მოქალაქეებს პირბადის გარეშე არ შეუშვებს.

 

წესები, რომელთა დაცვაც ტრანსპორტით მგზავრობისას სავალდებულოა
2020-05-27წესები, რომელთა დაცვაც ტრანსპორტით მგზავრობისას სავალდებულოა

 

„იმედი მაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროსაც ყველა ის მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება. ავტობუსებს რაც შეეხება, აქ ერთადერთი მოთხოვნაა პირბადით ასვლა. დისკომფორტი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის კონდიცირების არ ჩართვა.

 

ფანჯრები იქნება მაქსიმალურად ღია, რომ მოხდეს განიავება, რადგან კონდიცირება ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი საფრთხეა. მეტროშიც, საპატრულო პოლიცია დაგვეხმარება და მოქალაქეებს პირბადის გარეშე არ შეუშვებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მისი აღდგენა 8 ივნისს იგეგმება.

ავტორი: Prime Time

X