09:14 | 2020-04-29 ავტორი: ალექსი ქამადაძე

დღეიდან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი ისევ ჩაიკეტა

დღეიდან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი ისევ ჩაიკეტა

დღეიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლა ისევ აიკრძალა.

 

ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე ორდღიანი ვადა მათთვის, ვისაც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნება სურდა, გუშინ საღამოს 21:00 საათზე ამოიწურა.

 

ცნობისთვის, საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 27 აპრილიდან ამოქმედდა, რაც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებისა და ტაქსების ოპერირების შეზღუდვის მოხსნას გულისხმობდა.

 

თუმცა ჯერ კიდევ მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რაც 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. ამ დროის განმავლობაში მოქალაქეებს ეკრძალებათ, როგორც ფეხით, ქუჩაში ასევე, ავტომობილებით გადაადგილება.

 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-ია, აქედან განიკურნა 168, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

 

საკარანტინო რეჟიმში 5 085 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X