10:27 | 2021-05-26 ავტორი: თეონა ყაჭიური

დღეიდან ტურისტული ობიექტები იხსნება

დღეიდან ტურისტული ობიექტები იხსნება

დღეიდან, 26 მაისიდან ქვეყანაში ტურისტული ობიექტები იხსნება.

 

მღვმეები და კანიონები (პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე,მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი) ვიზიტორებს უკვე ჩვეულ რეჟიმში მიიღებს.

 

 

ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის არსებული რეკომენდაციები და წესები დაიცვას, მათ შორის არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად 5 პირზე მეტის აკრძალვა.

 

მღვიმეებისა და კანიონების გახსნას ტურისტულ სექტორში ჩართული პირები დიდი ხანია ითხოვდნენ.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X