
„უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ნიკოლ ფაშინიანმა 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. აი, ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი მთავრობები და ლიდერები“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია წერს.
„სამწუხაროდ, დღეისთვის, სომხური პოლიტიკური ელიტა, ჩვენსაზე ათი წლით წინაა. ნუ გვეწყინება და სომეხი ხალხიც – ჩვენზე. არა და, რამდენიმე წლის წინ, საუკუნით წინ ვიყავით, ლამის“,- წერს გვარამია.























