12:04 | 2021-07-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

დღემდე არ ვიცი რა პროფესიის ადამიანი ვარ – როგორ მოვიდა ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიტიკამდე 

დღემდე არ ვიცი რა პროფესიის ადამიანი ვარ – როგორ მოვიდა ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიტიკამდე 

„გირჩის“ ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი საკუთარი პროფესიის შესახებ საუბრობს და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც პოლიტიკასთან პირველად ჰქონდა შეხება.

 

გადაცემა „ფარულ კონვერტში​“ ვახტანგ მეგრელიშვილი ყვება, რომ იგი თავიდან სამედიცინო სფეროში იყო, თუმცა შემდეგ თავი დაანება და ცხოვრების გასაგრძელებლად სხვა გზის მოძებნა მოუწია.

 

„მას მერე,რაც თავი დავანებე მედიცინას, უნდა მომეძებნა ახალი გზა, როგორ შეიძლებოდა ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩემი ქირურგიის პროფესორი ვინც იყო, ლადო ჭიპაშვილი, მანაც დაანება პრაქტიკულ ექიმობას თავი და აღმოჩნდა პოლიტიკაში. იყო ჯანდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.

 

„ბებო-ბებოო, დასძახოდა და ხელებზე ეფერებოდა...“ - ამ ფოტოზე გამოსახულ ახალგაზრდას ეძებენ
2021-07-12„ბებო-ბებოო, დასძახოდა და ხელებზე ეფერებოდა...“ - ამ ფოტოზე გამოსახულ ახალგაზრდას ეძებენ

 

მან შემომთავაზა მისი პირადი თანაშემწეობა და აქედან დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იყო ჩემი პროფესიისგან. დღემდე არ ვიცი რა პროფესიის ადამიანი ვარ.

 

პირველი გრანტი დავწერე 1999 წელს სოროსის ფონდში და ეს ეხებოდა ნარკოტიკული საშუალებების კანონს, რომელიც იმ პერიოდში პირველად მივიღეთ. ასე მოვხვდი უკვე ახალ არასამთავრობო სფეროში.

 

„შენ წერ რა მიგაჩნია პრობლემად, როგორ შეძლება ამ პრობლემასთან დაპირისპირება და რა დახმარება გჭირდება ამ საქმეში, შესაბამისად საბჭო აფასებს. ფაქტობრივად კონკურსია“,- ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X